დღეს არმოხდენილს


ისევ ჩამოჰკრა შემოდგომის დაღლილმა ზარმა,
ჩამოჰკრა და ვინ იცის  მერამდენეჯერ?!
ახლა უკვე არშემდგარი სიყვარულის ვამბობ ხსენებას ,
და აუხდენელ ოცნებების ვსვამ სამადლობელს
ისევ ატეხავს ალიაქოთს დეკემბრის ქარი
და შემორჩენილ ყვითელ ფოთლებს სადღაც წაიღებს,
რარიგ ველოდი თავდახრილი ჯადოსნურ სიტყვას,-
მაგრამ რატომღაც ეს მოწყალება შენ არ გაიღე
ვხედავ სარკმლიდან მოელვარე თოვლიან ქედებს
და ეს სითეთრე მომაგონებს დღეს,არმოხდენილს,
გავიღიმები და ვინ იცის უკვე მერამდენეჯერ
თეთრ სამოსელს,ვერმოხდენილს,სანთელს დავუნთებ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი