იავნანა


აღარ გავიკითხავ ხალხში,
ვიცი,არსად არ მელიან
გამოვხურავ კარს და ჰეი!
შეხედე მთებს! რამდენია!

ავუყვები აღმართს,
ბილიკს საცალფეხოს
ვივლი ნება-ნება,
ხან აღმა,ხანაც ქვემოთ

როცა გავივაკებ-ჩამოვჯდები წამით,
უკან გავიხედავ,რა გზა გამივლია!
ისევ წამოვდგები ვნახო ნაკადული,
იქნებ გაიწმინდოს გული,დაღალული

შევაპარებ თხოვნას ზურმუხტისფერ მდელოს,
მის მოქარგულ მკერდზე მინდა მომასვენოს;
ჩავჩურჩულებ ყურში შავთვალა ყაყაჩოს-
ნაზი აბრეშუმი თავზე დამაფაროს

ავიხედავ მაღლა,სულ,სულ ზემოთ,
რომ ცის სილურჯე სულში ჩამეღვენთოს,
მერე ტკბილი ძილი თვალებს მომიხუჭავს,
ვარდოვ,ნანა,იავ ნანა,ნანა იას...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი