Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_8cg3hqa635349h8k1h92c2lhft, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ძველი ქუჩა - სოფ ია ჩიკონე | პოეზია

ძველი ქუჩა


დავბრუნდები ძველ ქუჩაზე-ძლივს,
დავბრუნდები და მოვზებნი თაღს
ამ ფანჯრის და ამ თაღს მიღმა დრო
სულ სხვა სახეებით სხვა წარმოდგენას დგამს

სათვალავი არევიათ წლებს
ბევრი რამე დამვიწყნია მეც;
მაინც დამიძახებს შესახვედრად დრო,
არასოდეს რომ არ ბრუნდება -ის

შორეული ჟამის საყუდარში კვლავ
თოვლი,ქათქათა და ფაფუკი,დევს
ბარდნის,როგორ უხვად,ზამთრის ცა
ზამთრის,უნაურად მეფერება,მზე

შორეული ჟამის საყუდარში კვლავ 
სიყვარულის ზარი,წრფელი,რეკს
მაშინ ასე რომ მტკიოდა-ის
როგორ ძლიერ მენატრება დღეს

დავბრუნდები ძველ ქუჩაზე-ძლივს,
დავბრუნდები და მოვძებნი ბაღს
ამ ხეების მიღმა,როგორც ძველ დროს-
მყუდროება,საოცარი,დგას...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი