შეხვედრა ცაში


მშვიდად ვიმახსოვრებ დღეებს,
უხმოდ ვიმახსოვრებ სიტყვებს.
მე ვიმახსოვრებ,მაგრამ ვიცი,
ვერვინ დაეწევა ჩრდილებს...
ეწყობიან სიტყვები მმწკრივად,
სიტყვები ერთიანდებიან დასში,
ეს ის სიტყვებია ზუსტად,
შენ რომ ჩამჩურჩულე მაშინ:
არაფერი არ ხდებაო ისე,
დაწერილიაო,შეხვედრები ცაში
ვინ დაწერა ნეტავ ზეცას 
ასეთი სევდიანი წიგნი,
რატომ გაგვიმეტა ასე,
დავისაჯეთ,ნეტავ,რისთვის?
მშვიდად ვიმახსოვრებ წამებს,
უხმოდ ვიმახსოვრებ ღიმილს
მე ვიმახსოვრებ,მაგრამ რაღა-
 ცხოვრება კი დაუნდობლად მიჰქრის...
მის ჯინაზე ვიმახსოვრებ ლანდებს
მის ჯინაზე ვიმახსოვრებ დუმილს;
ეს დუმილი მეტყვის იმას,
რაც შენ  ვერ მითხარი გუშინ
ვინ დაწერა,ნეტავ,ზეცას,
ასეთი სევდიანი წიგნი,
რატომ გაგვიმეტა ასე,
დავისაჯეთ ასე,რისთვის?...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი