საშიში გრძნობა


ღრმა მიწიდან ამოვარდა ცეცხლის ალი.
დამაფიქრა და დამფერფლა შენმა მზერამ.
აღარ მინდა დრომ იმეფოს ცოტახანი.
ნელა-ნელა ვიფანტები ნაპერწკლებად.

მიწა იძვრის, ქვევით მიხმობს უფსკრულისკენ.
შენმა ცეკვამ თავბრუ ძლიერ დამახვია.
შენი ფეხის სამაჯურის ჟღარუნები,
მთლად მთენთავს და ჭაობში მიმიძღვება.

დაგინახე და მორევმა ჩამითრია,
მოშიშვლებულ ყელს გიმშვენებს წყლის წვეთები.
მატყუარა სირინოზო, ნუ მიმღერი!
მაგ ღიმილით ნუ დამღუპავ, გევედრები.

თმებში სიო დანავარდობს უდარდელად,
მე კი გრიგალს ვებრძვი, მაგრამ ვერ ვერევი.
ამაფრინე, გადამკარგე შენთან ერთად.
მეხს ნუ დამცემ, ეგრე ნუკი გემეტები!

ჭეშმარიტად აღარ ვიცი, თუ რა მინდა.
მეშინია, რომ დაგკარგად და გაქრები.
თუმც დამღუპო, აღარ ვჩივი ამ წამიდან.
შენს მკლავებში შემიფარე, გეხვეწები!

                 02.04.20

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი