არეული ფიქრები


ისიც წავიდა...
უკანასკნელი
ადამიანი, ვინც მე მიყვარდა.
ისიც წავიდა...
უკანასკნელი,
ვისაც ჩემს გამო გული სტკიოდა.
არ დაბრუნდება....
ეს ზუატად ვიცი,
რადგან ვინც მტოვებს
აღარ ბრუნდება.
ისევ მარტო ვარ...
ფიქრები დამრჩა მოგონებებზე,
რომლებიც ვიცი
არ აღსრულდება.
ახლა კი ვიცდი...
ტრადიციულად
ახალი სახე კვლავ გამოჩნდება.
ფერფლად ვერ აქცევს ჩემს მოგონებებს,
მაგრამ მალამოდ
კი მომედება.
და შემდეგ ისიც, ვითომ არ იყო
წავა... მისგან კი
მხოლოდ ფიქრები...
მხოლოდ კეთილი ჩამრჩება ფიქრი.
კვლავინდებურად
და მეც დავიცდი...
იმედით სავსე, რომ
ერთხელ მაინც
ჩემს ცხოვრებაში
ისეთიც მოვა,
რომ არ დამტოვებს
და ფიქრის ნაცვლად
ჩემთან დარჩება
ცოცხალი ნატვრა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი