"ის ერთი"
იცი, ავიკელი ყველა და ყველაფერი. ცაზე ჩამოვკიდე ნათურად ჩემი გული. შენ წახვედი და ვერ შევძელი ვერაფერი. ვიცი, ვერ გაანათებს მიწას მზე ჩასული. შენს მკლავ ქვეშ ყოფნა, ჩემთვის სახლი იყო. ახლა ვფიქრობ, რომ ვარ უსახლკარო მდგმური. შენი გაღიმება ისე მენატრება, ვით ბეღურას ზამთრის სუსხში გაზაფხული. ჩემი სისუსტე ხარ, ამას ახლა მივხვდი. სული მიწრიალებს, შენთან ყოფნა მინდა! უშენოდ შავი არის სამყარო ჩემთვის, ჩემი სიცოცხლისთვის შენ ხარ თავგანწირვა. გამეფებულ წყვდიადს არ შევურიგდები, ბედს არ დავნებდები, მე შენთვის ვიბრძოლებ! მჯერა, რომ შენთვის "ის ერთი"ვიქნები, მანამდე, სანამ სიკვდილი დაგვაშორებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი