როცა


როცა მზე დასავლეთიდან ამოვა
და როცა აღმოსავლეთით ჩავა, 
მხოლოდ მაშინ შეგელევი,
მხოლოდ მაშინ ვიტყვი არას.

როცა მთვარე გაანათებს 
დღეს და მზის სხივები ღამეს, 
მხოლოდ მაშინ დაგშორდები, 
მხოლოდ მაშინ გიღალატებ.

როცა მიწა წყლად იქცევა,
ამ ქვეყნიდან როცა წავალ, 
მხოლოდ მაშინ, ან არც მაშინ,
ჩემს გულს დავთმობ, შენს გულს არა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი