თენგიზ ბაციაშვილი - დრო


დრო არ არსებობს ავი და კარგი,
დროა სიცოცხლის დიდი მშვენება,
დრო თუ გაგექცა დარჩები ბარგი,
უქმად ჩაგივლის დროთა ჭენება.

დრო არის ოქრო, დრო არის განძი,
არ შეიძლება მისი დაკარგვა,
ამ ქვეყანაზე რიღასთვის გაჩნდი,
დრომ თუ კი კაცი აღარ დაგარქვა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი