თენგიზ ბაციაშვილი - რა ვარ


ველად გაშლილა ჩემი კარავი,
არაფერი მაქვს მოსაპარავი,
გრძნობა მაქვს დიდი დაუფარავი
და მდიდარი ვარ როგორც არავინ.

არავისი არაფერი არ მშურს,
ყველას მინდა გავუკეთო კარგი,
მე არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს, რა სურს,
ეკალ-ბარდშიც, მეგულება ვარდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი