თენგიზ ბაციაშვილი - "კახეთი და შემოდგომა" 🍁🍁🍁
აქეთ ცივ-გომბორის მთები, იქით კავკასიონი, ვაკეზეა ალავერდი, მთაზე თეთრი გიორგი. ვენახები დახუნძლული ქარვისფერი მტევნებით, მარნებშია შეხიზნული დევებივით ქვევრები. გოდრები და საწნახელი, თალარი და ღარები, მოჩუხჩუხებს ყურძნის წვენი, ტკბილი ნიაღვარები. ბებოს ქვაბი შეუდგია, შიგ ჩუხჩუხებს თათარა, იქვე ბოჩოლა კუნტრუშობს, ძუძუსა წოვს პატარა. პაპა მარანში ფუსფუსებს, აუხდია ზედაშე, ჩამოსულ კაცს ეუბნება გავსინჯოთო მე და შენ. გრხელი სუფრა გაუშლიათ დიდი კაკლის ჩეროში, შემოდგომა ილოცება, ჯამით სადღეგრძელოში. პირველ სასმისს მამა დალევს, ალავერდი სტუმართან, ყველა ტკბილად იხსენიებს, ხელი ვინც მოუმართა. ცეცხლზე თხის მწვადები იწვის პეშვით მარილ მოყრილი, მაჭარი რომ დადუღდება ზედ მოჰყვება ქორწილი. "ზაოდობა", არყის ქვაბი, მორგებული ზარფუშით, ზამთრისათვის გამოჩნდება, რაც ვიშრომეთ ზაფხულში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი