ქრისტეშობა
სულიწმინდა გადმოვიდა,
სასწაულით სავსეა,
,,ქრისტე იშვა ბეთლემსაო"!
უფლის მადლით ასეა.
მოგილოცავთ შობის ღამეს
დეკემბრისა თვესაო,
სიყვარულით, სიხარულით,
რომ ვმადლობდეთ ღმერთსაო.
ზეცამ საბნად დააფარა
მიწას თოვლი ქათქათა,
დაგელოცოთ ოჯახებში
ბეღელი და ბარაქა.
მოგეფინოთ ღვთისა შუქი
ზეციური, ნათელი,
ხატთან გულით დანთებული
შეგეწიოთ სანთელი.
ყველგან ისმის ეს ხმა ტკბილი,
ანგელოზთა გალობა,
ქრისტე არის სიყვარული,
დიდება და წყალობა.
ღმერთმა ყველა გაგახაროთ,
მადლსა ღვთისას იღებდეთ,
,,ქრისტე იშვა ბეთლემსაო"!
ზეცას ხმა მიაგებეთ.
სპარტაკ ყავრელიშვილი
თბილისი, 22. 01. 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი