გაზაფხულის კარნავალი
გაზაფხულის კარნავალი
✍️✍️✍️
გაზაფხულმა გააცილა,
თოვლი თეთრად დანაფენი,
სიკეკლუცით თავს იწონებს
ჩიტი ხიდან ანაფრენი.
მინდვრად იას ეცეკვება,
სიო ნაზად მონაბერი,
უფრიალებს ცისფერ კაბას,
ვინ არს მისი შესაფერი?
ენძელას კი ყვავილებში,
როგორც თეთრი პატარძალი,
სალაღობოდ მოუწყვია,
გაზაფხულის კარნავალი.
სპარტაკ ყავრელიშვილი
თბილისი, 11. 03. 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი