ლუშნუ ფაყვ (სვანური ქუდი)
გუმბათს ჩამოჰგავს...თითქოს სალოცავს
მხრებზე დაადგეს გვირგვინი უფლის
და ზედ განგების ხელით მოქარგეს
ჯვარი, მფარველი ქართული სჯულის.
თურმე, რამდენი ლოცვით და მადლით,
გამოუზრდიათ თაობა ბუდით
და დაუხურავთ დიაცის ხელით,
ნაბდით შექმნილი ღირსების ქუდი.
ვისაც დაჰყვება სინდისი სუფთა,
არ დაუთესავს სახელი ცუდი,
ვინაც ზნეობა ატარა გულით,
მან დაიხუროს სვანური ქუდი.
სპარტაკ ყავრელიშვილი
თბილისი, 06. 04. 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი