დაურ ბუავას ხსოვნას


ენგურს გაღმა მიწა იძვრის,
გამოღმა კი ცა იპობა,
საქართველო გაიყინა,
ზეცამ თოვლი დაათოვა...

    და როდესაც სულ ერთ წამში,
გაიხლიჩა გული ორად,
მერე მივხვდით, სიცოცხლეში
მიგატოვეთ თურმე ობლად.

    სიყვარულით ავსებული,
შეეწირე შენ ჩვენს ძმობას,
კიდევ ერთი ტოტი მოტყდა,
ჩვენი ქვეყნის ამ ერთობას.

    ღმერთმა ყველა შეისმინოს,
შენი გულის ნაღვერდალი,
იქ, უფალთან რომ წარსდგები,
ალალი და გულმართალი.

    სპარტაკ ყავრელიშვილი
    თბილისი, 02. 09. 2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი