გოგო ცისფერთვალება


გოგო ცისფერთვალება
-------------------------------------------------
     ღელეს  გოგო დავინახე,
ქერა, ცისფერთვალება,
გოგო მზისგან ნაშობი და
ჩემი თეთრი ზმანება.
    მივედ ახლოს, მივეპარე,
როგორც სიო თავნება, 
მისმა ხილვამ დამიმონა,
გოგო იყო ღვთაება.
    ყელზე ტალღად მოქცეული
თმები კერტებს სწვდებოდა
და ტალღებში აზვირთული
მკერდი ემალებოდა.
    ტანზე ეცვა თხელი, თეთრი
აბრეშუმის პერანგი,
იმ პერანგში მოუჩანდა, 
თეძო-უბისა ლანდი.
    წელი ჰქონდა აშოლტილი,
აწყვეტილი ცათამდე,
ხელი ნაზად მოვხვიე და
სიტყვაც არ დავაცადე.
    გაიწია, გამერიდა,
თითქოს ჩუმად ნაღვლობდა,
უკარება ანგელოზი
სიკვდილსაც კი ნატრობდა.
    მერე ისევ გაიბრძოლა,
ესეც ქალის ბუნება,
მაგრამ გულმა თავისი ჰქნა,
მაინც აჰყვა ცდუნებას.
    ბაგე-ტუჩზე მოვეფერე,
ყელსა ყელი მოვხვიე,
მისი ნაზი, თეთრი მკლავი,
ბროლის მკერდს შემოვხვიე.
    ტკბებოდა და ნეტარობდა 
მკლავთა ჩუმი ალერსით
და მეც უფრო მინდებოდა
მის სხეულზე თარეში.
     გოგო იყო იმისთანა,
ქერა, ცისფერთვალება,
ოქროსფერი დალალებით,
ჩემი თეთრი ზმანება.



ავტორი: სპარტაკ ყავრელიშვილი
თბილისი, 1991 წ. (არქივი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
გოგოლაპროფესიით თბილისელი 9 თვის წინ

საღოლ მაგარი ლექსია

მადლობა,გაიხარეთ :)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი