ჩემო პატარა ქალო
--------------------------------------------- გაზაფხულდება როცა, როცა უზომოდ გნატრობ, ასველებს მიწას ციდან, წვიმის წვეთები მარტო. შენ, ჩემო საოცრებავ, შენ, სიყვარულის დარო, ჩემი სიცოცხლის წყაროვ, ზეცამდე მიყვარხარო. ხელებს გავშლი და მაგრად ჩაგეხუტები მანამ, შენს გულის ფეთქვას ვიგრძნობ და მე მოვკვდები სანამ. გიცქერ და ცქერით ვტკბები, როგორც დანთებულ სანთელს, სუნთქვასაც უფრო ვიკრავ, რადგან ტრფობაში მამხელს. ,,მე შენ მიყვარხარ“ - გეტყვი და თუ ცოდვაა, იყოს... თუნდ ეშაფოტზე მდგარი, შენგან გმობილი ვიყო. ,,მე შენ მიყვარხარ“ - ასჯერ, ათიათასჯერ... მეტად... სიყვარულია ჯვარცმა, ჩვენ რომ ვიტვირთეთ ერთად. სიყვარულია გრძნობა, ჩვენ რომ გვანიჭებს სიბრძნეს, ფიალა ანგელოზთა... და რომ შევსება გვიწევს. გაზაფხულდება ისევ, მაინც უზომოდ გნატრობ, თუმცა ერთად ვართ უკვე, ჩემო პატარა ქალო. ავტორი: სპარტაკ ყავრელიშვილი თბილისი, 18.01.2024 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი