კალამო
------------------------------------------
შენ, ჩემო ტკბილო კალამო,
ჩემო ქველო* და ძვირფასო,
შენი გარჯა და ნაღვაწი,
რა ვქნა, რომ არ დაგიფასო?
ხანდახან გული მევსება,
ნაღველითა და წყენითა,
სულ ჩემთანა ხარ ნუგეშად
და მალხენ შენი ენითა.
სითბოსაც მალ-მალ მანიჭებ,
წამლად მედები, მალამოდ,
შენ მაინც არ მიმატოვო,
სანამ მხნედ დავალ, კალამო.
სპარტაკ ყავრელიშვილი
თბილისი, 22.01.2024 წ.
*ქველი - აქ: გულიანი, კეთილი, გულკეთილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი