დ ე დ ა
-------------------------------- მშობელ დედას რომ ჩავეხუტები, გულზე დავადებ უმანკო სახეს, მომიალერსებს, ჩამიკრავს გრძნობით და სიყვარულში ფერებით მამხელს. მახსოვს ბავშვობა, თითქოს მე და შენ, სიარულს ერთად როგორ ვსწავლობდით, არ მშორდებოდი არცერთი წუთით, ,,არ წამექცესო“ - ასე ამბობდი. პატარა ვიყავ ავად რომ გავხდი, შუბლზე შემახე სათუთი ხელი, თმაში ჭაღარა წვიმებად დაგდის, დედი, შენა ხარ ჩემი კანდელი. მომენატრე და ფიქრად გავივლე: სულის მეოხად, შენთვის კურთხევად, სანთელს დავანთებ ხატის წინ ჩუმად, უფალსაც ვეტყვი ,,მოვედ სუფევა“... ჩემი სიცოცხლის უშრეტო წყაროვ, ჩემი ცხოვრების ბურჯო მაგარო, გული უშენოდ ვეღარ ხალისობს, მინდა გადავდგა მთელი სამყარო. დღესაც ვლოცულობ ტაძარში შენთვის, მუხლდაჩოქილი, სპეტაკი გულით, ჩემი ცხოვრების ფუძევ ძლიერო, შენ გაგინათლოს უფალმა სული. ავტორი: სპარტაკ ყავრელიშვილი თბილისი, 14.11.2023 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი