იბადება ბავშვი როცა
----------------------------------------- იბადება ბავშვი როცა, თან დაჰყვება უფლის ლოცვა, ქვეყნად მისი მოვლინება, ზეიმია... ცასა სწვდება. მერე, როცა გაიზრდება, აღარ უნდა სხვისი რჩევა, ემატება ჭკუა, გონი, არ უჯერებს მშობელს მგონი. ბოლოს ისიც მოხუცდება, ავადობით შეწუხდება, მისი ცოდნა, აზროვნება, მითხარ, ვინმეს თუ სჭირდება? სიცოცხლე კი სიკვდილს შეცვლის, გაგვახარებს მღერა მერცხლის, თან დაჰყვება უფლის ლოცვა, იბადება ბავშვი როცა. სპარტაკ ყავრელიშვილი თბილისი, 06.03.2015 წ. (არქივი)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი