მამის ლოცვა
(ვუძღვნი უფლისგან ნაჩუქარ ჩემს ორ შვილს) ----------------------------------------------------------------------------- უფალო, ლოცვად მიიღე, ჩემი თხოვნა და ვედრება, შვილები კარგად მიმყოფე, დილა წყალობით თენდება. გმადლობ, რამეთუ ღირსი მყავ შვილთ, მე ცოდვილი არსთაო, დაიცვენ და დაიფარენ, ბოროტებისგან კაცთაო. ღმერთო, მადლითა შენითა, აღუვსე გონნი ნათელით, მიეც მშვიდობა, სიმდაბლე, ლოცვით აღანთონ სანთელი. იხსენი ყოვლად ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, შინ დამიბრუნე უვნებლად, დაიცვენ განსაცდელთაგან. განკურნე სულიერი და ხორციელ სნეულებისგან, მოწყალებითა განუღე კარი, ღვთის საკურთხევლისა. დიდება შენდა უფალო! ღმერთო ყოველთა ძალთაო, დამბადებელო ზღვისაო, კიდეთა ქვეყნისათაო. სპარტაკ ყავრელიშვილი თბილისი, 14.03.2024 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი