არ მინდა წასვლა...


არ მინდა წასვლა...მინდა რომ ვიყო,
არ მინდა უცბად სული დავლიო,
მინდა სიცოცხლის წყაროს ვეწაფო,
მინდა ლოცვაში დღენი გავლიო.

    არ მინდა ბრძოლით რომ დავიღალო,
ვით დონ კიხოტი წისქვილთან ქარის,
მინდა სამყაროს გავაგებინო,
რომ ვარ გენია ქართველთა გვარის.

    მე, იმ გრძნობებით დავბადებულვარ,
ვისაც ხატად აქვს სამშობლო გულში,
მე, იმ ჯვარცმისა მონაწილე ვარ,
ქართველს რომ ჩარჩა ტკივილად სულში.

    არ მინდა წასვლა...მინდა რომ ვიყო,
არ მინდა ოქროს მომართვან ძღვენი,
მინდა სიცოცხლის წყაროს ვეწაფო,
ქართველთ ლოცვაში გავლიო  დღენი.


                            სპარტაკ ყავრელიშვილი
                              თბილისი, 20.03.2024 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი