ვინ სთქვა, ვარძიის სდუმან კედლები?!
ვინ სთქვა, ვარძიის სდუმან კედლები?! ანდა ფრესკების არ ისმის ლოცვა? მასთან საუბარს არ ვერიდები, მისი ლოდების მომინდა კოცნა. არც ასაკს მკითხავს, არც მე ვკითხულობ, დაუქანცია ჟამთაცვლის ლოდინს, ისე გულღიად მესაუბრება, სიამაყისგან ცრემლები მომდის. მე, მის კალთებზე ნაოჭებს ვხედავ, სიძველისაგან რომ დაღარულან, იმ ანგელოზთა გალობა მესმის, უფლის ნებით რომ ცამდე ასულან. აქ ხომ თამარის სული ტრიალებს, აქ ხომ კლდეები დგანან მცველებად, აქ თვალწარმტაცი ყვავილნარები, ხომ გადაშლილან ტურფა ველებად. მე, ამ წალკოტის ღვიძლი შვილი ვარ და მის სიყვარულს გენი მავალებს, ღმერთმა დალოცოს მრავალჟამიერ! ამაყად მდგარი მესხთა სავანე. ავტორი: სპარტაკ ყავრელიშვილი თბილისი, 22.03.2024 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი