ჯიხვი
ჯიხვი ქარაფზე გადაწვა,
დილის ნისლს სუნთქავს საამოდ,
დროდადრო მთებსაც გახედავს,
ზედ ენას ისვამს მალამოდ.
ნუ დამკრავთ თოფსა ბაზალას*,
ნუ მესვრით ოხერ-ტიალნო,
მაცადეთ წყურვილ მოვიკლა,
წყალს ვლოკავ კლდეს რომ სდიანო.
სპარტაკ ყავრელიშვილი
თბილისი, 25.03.2024 წ.
ქარაფი* - აქ: ციცაბო კლდე.
ბაზალა* - აქ: ფშავური თოფი, ცეცხლსასროლი იარაღი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი