ასეა წუთისოფელი


ასეა წუთისოფელი,
გიცქერის გამომწვევადა,
ნეტა იმას, ვინც სიცოცხლეს,
დატოვებს უცოდველადა.

ზოგ სახელოვან მოკვდება,
ზოგ წყლისა ნაგუბარია,
ზოგი საუფლო მადლს ტოვებს,
ზოგ ცოცხალსა სჯობს მკვდარია.

რა ჰქვია იმის ყოფასა,
ვინაც არ ზიდოს ჯვარია,
არა ჰქნას ლოცვა - წყალობა,
ცოცხალს ეთქმოდეს მკვდარია.

მადლი უფლისა გფარვიდეთ,
შუბლზე გეწეროთ ჯვარია,
სამოთხის კარი გაგეღოთ,
იქ ანგელოზთა ჯარია.

გეხაროთ მარადიული
სიცოცხლით, ტახტზე მჯდარია,
იქ ვერ გვარობენ ცოდვილნი,
სადაც მართალნი არიან!


ავტ: სპარტაკ ყავრელიშვილი
თბილისი, 17.04.2024 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი