წყალობა
წყალობა ხატისა და სალოცავისა, ლოცვად კურთხეული მთისა და ბარისა, ხმა გარდამოხდა, ხმა ზეციურისა: დაგლოცოთ ხატობამ პირიმზის ფუძისამ! წყალობა ღვთისა, დედა მარიამისა, ,,მამისა და ძისა და წმინდა სულისა“ მადლი გეწეოდეთ, მადლი ძე ღმერთისა, ჯვარზე წამებული უფლისა ჩვენისა. სანთლად დაღვენთილი ცრემლი სინანულის, წამი მორჩილების, წამი სიყვარულის გულში ჩასობილი ფიქრებად ამევსო... უფალმა დაგლოცოთ, უფალმა იესომ! სპარტაკ ყავრელიშვილი თბილისი, 14.08.2024 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი