გესმის...?


მე, რომ გულის ფსკერზე დარდებს დავატარებ,
განა წუთისოფლის ბრალია,
ჩემი გონება და ჩანაფიქრი,
ლექსის წერისაგან მთვრალია.

    არ ღირს გაჩერება, მინდა მეტი ბრძოლა,
რომ არ გამეფანტოს აზრები,
რომ არ შევაჩერო ზართა რეკვა,
ღვთისკენ აზიდული ტაძრების.

    გესმის ჩემო თავო, როგორ ბობოქრობენ
ფიქრთა აზვირთული ტალღები?
ჰოდა, შენც აჰყევი გიჟურ ემოციებს,
გულო საგულეს ნუ ჩადგები.


               სპარტაკ ყავრელიშვილი
                 თბილისი: 29.08.2024 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი