სიკვდილო


თავს არ მანებებ სიკვდილო,
დამყვები ფეხის კვალზედა,
ზემოდან ისე დამყურებ,
როგორც აჩრდილი თავზედა.

     რა დაგიშავე ნეტავი,
ან რა გვაქვს გასაყოფელი,
იქნება ცოტაც მაცადო...
წამია წუთისოფელი.

    სიცოცხლის წყაროს დავეძებ,
მჩქეფარეს მთიდან ბარამდე,
შავსვამდე შენი კაცობის 
სასმისს სამოთხის კარამდე.


                სპარტაკ ყავრელიშვილი
                  თბილისი, 07.09.2024 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი