შენი ჩახუტება მინდა
როცა შენს ნაზ თითებს კრძალვით შევეხები, ქარი უცაბედად აგიშლის დალალებს, რტოებგაშლილნი და გახელებულები, ერთად გადავთელავთ უსაზღვრო ტრამალებს. ლტოლვა ერთმანეთთან სხივად გაიელვებს, შენთან შეხებაც კი მიმთელებს ნაპრალებს, როგორ მიყვარხარ და როგორ გაგიმეტებ, სხვა ლტოლვა არ მინდა, სხვა არც კი მანაღვლებს. შენთან სიახლოვით გული მუზად ფეთქავს, მინდა, რომ ჩაგხედო მაგ მწვანე თვალებში, ვარფისფერ ბაგედან ტრფობა ამოხეთქავს და ჩავიძირებით ვნებათა ტალღებში. ჩემო იმედო და ჩემო სანატრელო, წამი უსასრულოდ მინდა გავაგრძელო... შენი ჩახუტება, შენი მოფერება ახლა ისე მინდა, ჩემო თვალნათელო. სპარტაკ ყავრელიშვილი თბილისი, 24.07.2025 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი