ედემის მზეო!
ედემის მზეო, ამდენ ფერებში მე ამებნია ცხოვრების თავგზა, ვერ შევამჩნიე გაფრენა წლების და ვერ შევძელი ფერის ცვალება. სხვა გზით წავედი და ვერ მივყევი მათ ვერ მივყევი კვლავ ვისაც სწამდათ, მეგობრებს შორის, სიმარტოვეში არ მიწერია კვლავ გახარება. ერთხელ კი არა, ორ ჯერ ვიცვალე, ორ ჯერ ვიცვალე გული და ფერი, ორ ჯერ ფერფლიდან როგორც ფენიკსი კვლავ დავიბადე სულით ობოლი, გზის გასავლელათ დამჭირდა ალბათ, სადღაც დამჭირდა მე ერთი წელი, ორ ჯერ აღვზდეკი და აი მაშინ, კი მხოლოდ მაშინ ჭკნება ფოთოლი. პირველად ვიქმენ სუფთა და მწვანე ვით გაზაფხული ხელუხლებელი, მეორედ შავი და ამაზრზენი, სისხლით აღსავსე ბოროტი სული. მაგრამ ამ ჯერად რას მიესწრაფვის ცექვით დაღლილი, გული ვნებული? ვით გემი ყინვის ოკიანეში ფიქრთა ქსელებში ვარ დაკარგული. ღამდება ისევ, მე კი ვღელდები ამოუცნობი, მაცდური გრძნობით, ეფემერიდებს ისევ მივყვები და ვერ ვისვენებ ქართა საცოლში, გრძნობა ახალი და თითქოს თბილი, რაღაც ემოცია ამოუცნობი მიწვევს, მეძახის კვლავ მას მივენდო და გავიარო ახალ ჭაობში. ერთხელ კი არა, ორ ჯერ ვიწამე, ორ ჯერ ვინანე სიბნელე ღამის, კვლავ დავიკარგე, გადავიკარგე და ვერ გპოულობ, ედემის მზეო! თითქოს გაქვავდა განცდა და ვნება, თითქოს გრძელდება სულ რაღაც წამი და მეჩვენება მე ყოველივე. მასთან გამიშვით, ღამევ და დღეო! ედემის მზეო, მზეო ჩასულო, ჩემთვის ამოდი სულ რაღაც წამით და მომევლინე სხივი ნათელი, სხივი მაჩუქე დარჩენილ წლებზე, ფრენა ვინდომე მე მიწიერი ადამიანი, დავეცი ლამის, მაგრამ გრძნეულო, ედემის მზეო გთხოვ გამატარე ცის მაცდურ გზებზე! შენი სხივებით ვიფრინო მარად, ავმაღლდე ზეცად ვით გალაქტიონი, წამება მეყო, მეყო ნამდვილად. ტანჯვით დაღლილი ვერ ვხატავ სხივებს, კვლავ, რომ დაგიკრა ჩემი მელოდია სტროფთა ხელთ ვიგდე ცის აკარდიონი და ნოტებისგან შენთვის ავაგებ ამოუცნობი აკორდის მძივებს. სიმარტოვეში, ედემის მზეო, შენსს სხივს მივყევი გავარვარებულს, და ოქროს ხიდზე შენთვის ვიმღერებ შენთვის დავთვრები წვიმის წვეტებით, შენი სხივებით მე დავიმშვიდებ სისხლით აღსავსეს ჩემს გულს აგღზნებულს და დაგიკოცნი, ედემის მზეო, პატარა სხივებს ლექსის ბგერებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი