ჩემს გარშემო ახლა....
ჩემს გარშემო ახლა ქრიან უსიცოცხლო წამები, ამ ქარიშხალს სიბნელეში უნებურად გავყვები. მე ძალიან მოვინდომე სიბოროტის ჩადენა, იმიტომ, რომ რასაც ვხედავ სიმწუხარის არეა. მომაკვდავ თევზს ცხელ თაფაზე ვინღა დაეხმარება? ვინ გაიგებს უხმო ძახილს? უსასრულო წამებაა ამ ცხოვრების უმოწყალო, უსიცოცხლო წამები, მეც ამ წამებს აყოლილი ვერვის დავეხმარები. ჩემს გარშემო ახლა ქრიან უსიცოცხლო წამები, და ამ წამებს მიჰყვებიან საზარელი ლანდები. უსასრულოდ დამცინიან, დამცინიან ლანდები, უხარიათ მე, რომ მტკივა. ეშმაკს არ ვენანები! მწუხარების ბატონობით მიფრინავენ წამები, კვლავ რეკავენ ცივ ტაძარში ზეცის წმინდა ზარები. მე ძალიან მოვინდომე სიბოროტის ჩადენა, იმიტომ, რომ ამ წამების მე აღარ მაქვს ატანა, იმიტომ, რომ ჯოჯოხეთში მწარედ ტირის სატანა, იმიტომ, რომ ცეცხლში ისმის მგლოვიარე ტირილი, ვამპირების სისხლიანი და ველური ყვირილი! ამ ყველაფერს კი დაფარავს წამთა ჩუმი სირბილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი