ამ ქვეყნის ტრაგედია


ტრაგიკული სახეები, ლანდი ბუჩქის ნისლისა,
უსიცოცხლო ღამეები, ოკიანე სისხლისა.
უსასრულო სევდის ბაღში კვლავ ხარობენ ვარდები,
იმ ბაღიდან მზეს უცქერენ განწირული თვალები.
გარეთ ისევ ცხადად ისმის თვალთმაქცური სიცილი,
ყველა გულში იპარება მორცხვად ჩუმი ტკივილი.
სადღაც ისევ აიწია პროდუკტებზე ფასები,
ერთმანეთში აირია დეპუტათტა აზრები,
სადღაც ისევ არის ომი, ალბათ შუა აზიაში,
სადღაც შიათ ობოლ ბავშვებს, ცრემლში უწევთ თამაში.
დღისით ლამაზ რესტორანში მოითხოვეს მწვადები,
ოფიციანტსაც გაუბრაზდნენ იგვიანებს ოხერი.
კვლავ გაზეთში იწერება სულ ცხელ-ცხელი ამბები,
ვიღაცას კი პედაგოგმა დაუწერა ორები.
მეტროს სასტიკ პადზემკაში მათხოვრები მღერიან,
სიღარიბე მოვსპეთ მეთქი: პროგრამაში წერია,
ახალგაზრდა სტუდენტები სიგარეტს ეწევიან,
საგიჟეთში ვიღაც ყვირის: დამეხმარეთ დევია!
ტრაგიკული სახეები სამუდამოდ დარჩება,
უმიზნობის სასტიკ წრეში სიხარული დალპება,
ყველას საბოლოო ხვედრი მაინც არის სიკვდილი,
სიცოცხლეში გააწამებს გულებს ჩუმი ტკივილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი