დავიბადე ნოემბერში


სადღაც ნოემბერი იდგა, მიწას ცრემლი სდიოდა,
ალბათ ცასაც უხილავი დანაკარგი სტკიოდა.
ქარი თრთოდა, ცივად ქროდა, სიმარტოვით ელავდა.
რატომ? რისთვის? არაფრისთვის ვიღაც, სადღაც ღელავდა.
მე ვიყავი დროის გარეთ, ფორთეპიანოს ნოტებში,
სულ ვუკრავდი ბნელ სონატებს ჩახლართული გრძნობებში.
აქ, წუთები ვით მუსიკა სულ ჩუმი და ნელია,
ოჰ, ამდენი სიტყვა ერთად ჯობდა არ დამელია!
მაგრამ უკვე გვიანია, ავღწერ რაც კი ცუდია,
სულ გაქვავდა ფანთაზიაში წამი თუ წუთია!
მელოდება მაინც ვიღაც დროის ბნელ ხვეულებში,
აი, ვხატავ მისთვის სტროფებს ამ გრძნობათა ბმულებში.
დავიბადე ნოემბერში. მიწას სისხლი სდიოდა,
შენ კი ჯერ არ გაჩენილხარ და ამიტომ მციოდა…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი