ველი
იქ სადაც ვერ აღწევს მზის მაცდური სხივი, და სადაც თვით ასტარტაც ზეცაში ტირის, იქ, ოდესღაც იყო გახარების ველი, იმ ველზე კი თბილოდა მთელი წელი! იქ, ბავშვი სიკვდილამდე რჩებოდა ბავშვად, იცინოდა ქალცული მოტკბოდ და მარად, იქ მგელი და ბატკანი შესვამდნენ საძმოს იქ, დაიმალებოდა მხატვარი სანდოდ და არც ერთი ლანდი, არც შთაგონება არ შეაწუხებდა მის დაღლილ გონებას, არ აიძულებდა დახატოს გოდებით ეს ამოუცნობი, ცივი აკორდები. მაგრამ თეთრ ქვეყანას შავი მოეფინა, ერთბაშად ყველას სისხლი მოევლინა, სისხლი და ნისლი გარეთა სამყაროს, რათა აქაც სულები აწამოს, ის არ მშვიდდებოდა სანამ არ დაწვავდა, ყველას ვინც ცხოვრობდა და ვინც ხატავდა და აი ის ველი ოდესღაც ნათელი ახლა სულ დაჭკნება ვით თოვლში სანთელი…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი