სიტყვათა მხატვარი


ვიმოგზაურე ცოტა თუ ბევრი,
ვით ხეტიალი მდუღარე ზღვების,
ნაჭრილობევი წამებულ წლების
მაინც ვიყავი თამაშის წევრი;
წესი ვისია ვინ მართავს პიესას?
ო, ეს უღირსი სანახაობა,
შეურაწმყავი რაღაც ხატობა;
არ მინდა ვიყო მონა ამ წესის!
სცენიდან გასვლა ახლა მე მინდა,
მაგრამ ვინ მიშვებს? ვინ მიღებს კარებს?
კვლავ წამოვყვები საზარელ ლანდებს
და ამაზრზენი ღვთაების წირვას
კვლავ დავესწრები აღსავსე სისხლით,
მარტო ვიგლოვებ საქუთარ სიკვდილს,
მაგრამ აღდგომა ხელახლა მიცდის
ჩაკეტილი ვარ წრეში ამ ნისლის.
ო ვინმე ძლიერო, ვისაც აქვს ძალა,
სიცოცხლის წამება, რომ ამაცალო,
მიმძიმს მე წერა,
ლექსების წერა,
ლამაზი ნახატი გამომდის ძნელად,
სულ ამომწურა სიტყვათა ლოდი
ვით ამაზრზენი პიანოს აკორდი.
მე დავიღალე მართლა და მართლა
მაგრამ დავხატავ შენს სახელს: მართა…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი