წარღვნა
პატარა ღრუბელი დიდ წარღვნად გადაიქცა, ღრუბელი ღმერთების პიალიდან დაიქცა! ერთ წამში სიცოცხლე მიწაზე აფეთქდა, პანიკის ცუნამით ხალხის ზღვა აღელდა, ჰაერი მხურვალე ვედრებით ადუღდა, ზეცა კი ნათელი ელვებით კვლავ ქუხდა! ქუხდა და იბრძოდა სისხლიან ნაკადში, ზღვა იკლაკნებოდა სიკვდილის ალყაში, გრძელდება ღმერთების სასტიკი თამაში, ვის წყალი წაიღებს? ვინ გავა წარღვნაში? მაგრამ კვლავ აღდგება ოდესმე სამყარო, ჩვენ დედამიწაზე ვწუხდებით ამაოდ! მის ზურგზე ხელახლა სიცოცხლე ამოვა, ერთი წავა, მის ნაცვლად სხვა მოვა! ხელახლა აღდგება ტყეები წიწოვანი, ჩემთვის სადღა არის ნოეს კიდობანი? თავიდან ქვეყნები სისხლზე აშენდება, გულებში ხელახლა ემოცია ფეთქდება, ერთმანეთს ებრძვიან ტახტისთვის ერები, თავიდან იქმნება პროზა და ლექსები, მაგრამ ნუ იფიქრებთ ამაზე დასრულდეს, ახალი სიცოცხლე იმედით ადუღდეს? იცხოვრეთ, იცხოვრეთ, მოსტყუვდით ხელახლა, ჩვენს ცაზეც ოდესღაც ვარსკვლავი ელავდა! სიცოცხლის სიმღერა არის წარმავალი, კვლავ სისხლში დააღრჩობს მას წარღვნა ახალი…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი