ჩვიდმეტის ხდები
ჩვიდმეტი. ვითვლი და კვლავ არ მჯერა შენ, რომ ამ ზაფხულს ჩვიდმეტის ხდები. შემხედავ, მეტყვი: ვერახარ, ვერა და უცაბედად ისევ გაქრები. ჩვიდმეტი. რისი რიცხვია ნეტავ? ან რას მოგიტანს ზედმეტი წელი? მე შენზე ვიცი ამაოდ ვღელავ, რომ არ ვიღელვო კი არის ძნელი. ჩვიდმეტი კოცნა, ჩვიდმეტი სიტყვა. ჩვიდმეტ ჯერ ღმერთმა გაჩუქა წამი; შენთვის მთავარი მაინც არ მითქვამს; ერთხელ თუ გახსოვს გითხარი ლამის. მიყვარხარ! სიტყვებს მოგიძღვნი ლექსად შენთვის ვიმღერებ ცის სერენადას; ცაზე მიყვარხარ ჩვიდმეტ ჯერ მეტად; შენთვის მოვძებნი ზეციურ ელადას! ცხრამეტ აგვისტოს ჩვიდმეტის ხდები და კვლავ იელვებს ჩვიდმეტ ჯერ ზეცა; მე სიყვარულით ვით თოვლი ვდნები შენ კი ყვავილთა ნათება გეცა; მისტიური ალის აინთო ვნება; ჩვიდმეტ ჯერ გეტყვი იმ მთავარ სიტყვას რათა ერთხელაც მეც ვიგრძნო შვება გავიმეორებ ლექსში რაც მითქვამს; მიყვარხარ! შენი ვიქნები მონა, თაიგულს მოგართმევ აღსავსე თრთოლვით; შენ მომაშორებ წამიერ წყრომას და სულს ამივსებ ჩვიდმეტი გრძნობით…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი