ქაჯობა


უსმინე როგორია ჩვენი ერთიანობა,
და ერთი კაცი მითხარით ვინც ერთობაში გვაჯობა,
ხოდა თქვენი ტექსტები მე მგონია ქაჯობა,
თან ისიც ვიცი თქვენნაირებს რაც გონიათ კაცობა.
შეგნება ვინ გათხოვა, ეს არ არის თამაში,
და ნუ ჩაეჭიდებით სანამ ვერ ერგები თაბაშირს,
არც ეს არის წაგება თვეში ერთხელ თუ იცდი,
და ემოციურ ფონზე ნუ გადწყვეტ სუიციდს,
შენთან ჩვენი სიტყვები საზოგადოდ თუ ისმის,
საკუთარ თავს ნუ დაკარგავ ბიჭო სხვების გულისთვის.
აბსტრაქტული ბგერები და არეული განცდები,
გაქცეული გმირები და დაქნეული ნაშები,
აქ ყველაფერს დაედო გარკვეული ფასები
და გაურკვეველ გარემოს , ისევ შეუთავსდებით.
თქვენ ვერ შეგითანხმდებით, რას ან როგორ ვაპირებთ,
და ისევ ჩვენი სიმღერებით გავუყვებით ნაპირებს,
არ გვაშინებს სიცივე თუ კი წვიმას აპირებს,
და ჩვენს ქალაქში სიმშვიდეა როცა გაინაპირებს.
შევეცი იმ ადგილებს სადაც არის ქაოსი, 
მე სულ ფეხებზე მკიდია, როგორია პათოსი,
რადგან იმედგაცრუებას რამდენჯერმე გამოვცდი,
რადგან ემოციებისგან დაიცალა თანოსი.
მე არაფერს ვიძახი ამ
სიტყვების კვალობაზე,
და წლებია გამოვედი , რაც შენ ახლა გამოცადე,
საერთოდ არ მეღიმება თქვენს უაზრო გალობაზე,
რადგან სიკეთის მაგივრად , ბოროტება ამოხაზეთ.
დაიცალეთ განცდისგან და მომეცალეთ აქიდან,
ჩემი შეხედულება მაქვს პირველივე წამიდან,
თქვენზეეე. დროს არასდროს დავიხარჯავ ნამვდილად,
და დამიჯერეთ პრეულიდიის ეპოქებიც წავიდა.
მე თუ ვერ ვიდგები სადმე დადგებიან ჩემები,
და ღმერთმა არ ქნას უაზროდ რომ მოქნიოთ ხელები,
ცოტა აზრზე მოიყვანეთ, უღიმღამო ფერები,
თორემ მართლა დაჭკნებიან თქვენი ქრიზანთემები.
ჩემი არეული გზით პირამიდებს ვავსებ,
და აპოკალიფსს ვუმზადებ, დეგრადირებულ ბავშვებს.
შევეცი დებატებს, ტელევიზიას და არხებს,
რადგან ჩვენს ქვეყანს მხოლოდ
სიკეთე გადაარჩენს.
და ვინ გამორჩევს, ვინ სად როგორ დადის,
აქ ხომ ისტორიის ნაცვლად, ყლეობები გადის

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი