აიფ
მოსუმინე ჩანაწერებს , მოუსმინე პროლოგს, თუ ვინ ბიჭი შეუყვარდა , სიფრიფანა გოგოს, ანიჭებდა სიყვარულს და თან სიყვარლს როგორს, მაგრამ ბიჭი მარტო დარჩა ვარსკვლავებთან ბოლოს. ამ გოგოს სულ სხვა ქონდა სამყარო, სულ სხვა ქონდა ფირები და სულ სხვა იყო თავად, მაგრამ როგორ ემართებათ, პროლოგების მსგავსად, ეს ზღაპარიც არ დასრულდა სამწუხაროდ კარგად. რადგან გოგოს შეუყვარდა , ვინმე ბევრი ფულით, და წარსულში იტოვებდა, ღარიბს სუფთა გულით, რადგან ალბათ, არ იცოდა სიტყვა მარტოსული, და ამიტომ აირჩია გზები ტრაგიკული, მე კი გაყინული, მივდიოდი გზებზე, ბოლოს ყველა მარტოობა დავიკიდე ფეხზე, რადგან მაინც წასვლების და არაფრების მერე, მხოლოდ ერთი მიტოვების ძალა დავიჯერე, ლექსიც დავუწერე , მაგრამ რაღა აზრით, მხოლოდ ერთი იმედია , ერთადერთი ხაზით, რომ ავდგე და ყველა მოვკლა ვინც კი რამეს იტყვის, ის კი ცოცხლად გადამაქცევს მხოლოდ ერთი სიტყვით, რომ დამთანხმდეს ერთი წამით გაიფიქრეთ აბა, ღმერთო როგორ მოუხდება, საქორწილო კაბა, ღმერთო როგორ მივენატრი მის ღიმილებს თმაში, თან,როგორ ლამაზია, როცა სძინავს მაშინ ან როგორი თვალები აქვს, უძირო და სავსე, არც კი ვიცი, ყველაფერი როგორ შეუთავსე, რით ვერ შევაფასე, განვცრობილი გრძნობები, ნეტავ რით დავიმსახურე, ეგ უაზრო სტროფები, შენი ქუჩის ლოთები, ახლა უკვე მცნობენ, რადგან ღამით დავდიოდი შენს ქუჩებზე ზოგჯერ, აივანზეც მოგკარი თვალი როცა მღეროდი, და მთვარეც კი მიყურებდა როცა გელოდებოდი, რა ვიცოდი თუ კი ასე ძალზედ შეგეჩვეოდი, რომ მცოდნოდა, სიცივეშიც კი არ მოგეხვეოდი, ალბათ დავიღლებოდი, ესეც იყო მორალი, ნეტავ როგორ დამაბრმავე თვალი როცა მოგკარი, თუ გაიღიმები, გამიხსენე ვითხოვ, არც კი ვიცი რატომ აღარ ვიმსახურებ სითბოს, ყველაფერი გაიყინა , გარშემო და თითქოს, ერთი დიდი სამყარო ვარ, ჩახუტებას ვითხოვ, ნეტავ როგორ აირია მერე ჩვენი გზები, და ქარიშხლებს რატომ გაყვა შენი ხშირი თმები, მაგრამ ჩვენი შეხვედრიდან როცა გავა წლები, მე მაშინაც მეყვარები, უფალს გეფიცები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი