ახალი


ახლა ისე ხშირია , აკრძალული ხილები,
უვარგისი მამები და უფუნქციო შვილები,
რაის სიწმინდეზე ბაზრობთ შეხსნილი გაქვთ ღილები,
და ელეგანტულ შვებულებებს აწყობთ გადაღლილები,
მაინც ჩვენი ჩრდილები, დაგყვებათ და იცანით,
ეპოქიდან ეპოქამდე , მანძილი შეიცანით,
სანამ ერუდირებულ დასკვნებს გამოიტანდით,
მანამდე ჩვენს კონვერტებში ჩაგწერეთ და გიცანით,
აბა გამოიცანით, აქ რა უდრის ყლეობას,
მაინც როგორ უნერგავთ ამ
ხალხს კეთილდღეობას,
დაკარგული იმედი და დაკარგული ზნეობა,
გაქვთ როგორ უნდა გსურდეთ, კარგი ურთიერთობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი