?


დილის ცხრაა უძილობა მაწუხებს,
მერამდენედ გავათენე უკვე,
არ ვიცოდი სად ვეძებდი პასუხებს,
ყველაფერი გავარკვიე წუხელ.

თურმე განცდას დარქმევია ლტოვა,
თურმე სითბოს შეცვლიაო ფერი,
ნეტავ იმ წელს გაზაფხული მოვა?
მე იმ წელსაც, შენს ღიმილებს ველი.

რა მინდაო? რა გადმოგცეს ქარებმა?
სად მივყავართ, აფარებულ ხელებს,
როგორ უნდა მიპასუხონ, თვალებმა,
თუ ვერასდროს დავინახავ, მერე.

ან საერთოდ რანაირი დროა,
ანდაც იქნებ მოიმატა, ღელვამ,
იმ ღამესაც სულ ვარდისფრად თოვდა,
ერთად როცა მიმატოვა ყველამ.

არ გინდოდეს არაფერი სხვისი,
რა იციან სხვებმა შენი ხედვა,
არ ვარგაო თურმე ქალის ფიცი,
ასე მითხრეს გამოცდილებებმა.

იშვიათად თუ ვიყვარებ ვინმეს,
მაგრამ ესეც შეჩვევაა ნათლად,
ამის მეტი რაღა უნდა მჭირდეს,
თუ არავის არ ვუყვარვარ მართლა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი