ფილოსოფოსები


ახლა მოისმინეთ, ტექსტები და პროლოგები,
დახლეჩილი ნერვებით და ჩახლებილი ოიგებით,
ჩვენ ვართ გარდმოსული დროის ფილოსოფოსები
და ამ ნაწერების რითმული ფსიქოლოგები.
ეს მონოლოგები, ზიანია თქვენი თავის,
სანამ დაწერთ იკითხეთ და დებულება შეიცანით,
ვერ იქნებით რომი და მითუმეტეს კეისარი,
ამიტომაც აჯობებს რომ თქვენ იპოვოთ თქვენი თავი,
ახლაც ასეთია ჩვენი დროს ყველა წყობა,
თქვენი პიროვნება ერთმანეთს თუ არ ეწყობა,
თუ არც მოისმენენ მაშინ რაღა გაეწყობა 
დეგრადირებული საზოგადოების პაექრობა,
უკვე ყელში ამოვიდა , ეს უაზრო სიმღერები,
თუ არა ხარ ძაღლი , მაგრამ სხვანაირად იყეფები,
დაგლეჯილი რვეული და სასიყვარულო დილემები,
ღამის ტროტუარებიდან ანთებული სირენები,
ახლა იშვითად, მჯერა როგორც ლამაონი,
მე არ გავიხრწნები, მაგრამ არ ვარ ფარაონი,
ჩვენზე სიყალბეებს მოყვებიან ამაონი,
მაგრამ არაუშავს, ვერ ხვდებიან საბრალონი.
ახლა ისე ხშირია , აკრძალული ხილები,
უვარგისი მამები და უფუნქციო შვილები,
რაის სიწმინდეზე ბაზრობთ შეხსნილი გაქვთ ღილები,
და ელეგანტულ შვებულებებს აწყობთ გადაღლილები,
მაინც ჩვენი ჩრდილები, დაგყვებათ და იცანით,
ეპოქიდან ეპოქამდე , მანძილი შეიცანით,
სანამ ერუდირებულ დასკვნებს გამოიტანდით,
მანამდე ჩვენს კონვერტებში ჩაგწერეთ და გიცანით,
აბა გამოიცანით, აქ რა უდრის ყლეობას,
მაინც როგორ უნერგავთ ამ
ხალხს კეთილდღეობას,
დაკარგული იმედი და დაკარგული ზნეობა,
გაქვთ როგორ უნდა გსურდეთ, კარგი ურთიერთობა.
აქ ვინ როგორ ერთობა ან უკეთესი ვინ არის,
ჩვენი პიროვნება უკან დგას და მაინც თქვენზე წინ არის,
მოიწიოს ვინც არის, გაეცემათ პასუხი ,
მზეზე შემოგვახიეთ და კოსტუმი და ჰალსტუხი,

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი