ვისი დისი


ახლა ისე ხშირია , აკრძალული ხილები,
უვარგისი მამები და უფუნქციო შვილები,
რაის სიწმინდეზე ბაზრობთ შეხსნილი გაქვთ ღილები,
და ელეგანტულ შვებულებებს აწყობთ გადაღლილები,
მაინც ჩვენი ჩრდილები, დაგყვებათ და იცანით,
ეპოქიდან ეპოქამდე , მანძილი შეიცანით,
სანამ ერუდირებულ დასკვნებს გამოიტანდით,
მანამდე ჩვენს კონვერტებში ჩაგწერეთ და გიცანით,
აბა გამოიცანით, აქ რა უდრის ყლეობას,
მაინც როგორ უნერგავთ ამ
ხალხს კეთილდღეობას,
დაკარგული იმედი და დაკარგული ზნეობა,
გაქვთ როგორ უნდა გსურდეთ, კარგი ურთიერთობა.
აქ ვინ როგორ ერთობა ან უკეთესი ვინ არის,
ჩვენი პიროვნება უკან დგას და მაინც თქვენზე წინ არის,
მოიწიოს ვინც არის, გაეცემათ პასუხი ,
მზეზე შემოგვახიეთ და კოსტუმი და ჰალსტუხი,
აქ არ წერენ სიმართლეს ეს ჰიპ ჰოპის მიმდევრები,
შინაარსებს მოკლებული, უაზრო სიმღერებით,
მერე უკვირთ რანაირად გვყავსო ჰეითერები,
დრო მოვა და თქვენც წარსულის ფირში ჩაიწერებით.
ცხადია ვერ ისწავლით რეალობის ასახვას,
ჩვენ მაინც ვერ მიგიხვდით, საბოლოო განზრახვას,
ღმერთმა უწყის რამდენჯერ გადაურჩით დამარხვას,
ნუ გამოხვალ გარეთ , კარგად მოფრთხილდით სამალავს.
ამ მასხრების კარნვალს, მოუღებენ ბოლოს,
და გადაყრიან პარკში როგორც სიგარეტის კოლოფს.
რანაირად იქცევით ან რანაირად ცხოვრობთ,
რამდენი გეძებთ , მაინც ვეღარ მოგაშორეთ სოროს.
მე ვბრუნდები, ჩემი ტრეკის მცირე დემო ვერსიით,
და დაგვეხიეთ მზეზე თქვენი მთელი გენინსპექციით.
მე აქ ვუვლი ცეტრალური დინასტიის ეპოქებს,
და შენ წერე ეგ ყლე დისები, ვინმეს მაინც ესმოდეს.
ხომ იცი რა ნაბოზარი რამე არის კარმა,
და არ წაიღოს ის რაც ადრე მოგიტანა ქარმა.
შენ ის არ ხარ გონება რომ აგირია ქალმა,
და მაინც რომ ვერაფერი გიყო მაგ საწყალმა.
ამ
ცხვრების ფარას შევესევი მგელივით ,
და ნაწილ ნაწილ დავხოცავ სერიული მკვლელივით,
მერე დადგეს მოიტანოს ამბიცია ქარზე,
და რაზე , უნდა მელაპარაკოს და ჩაქრეს,
ჰო მისთვისვე აჯობებს რომ გაქრეს,
და მისი ჩრდილი დასავლეთშიც კი არ უნდა ჩანდეს.
მე გიტყნავთ მაგ ამბიციებს, რაც არ უნდა იყოს,
და დამერწუნეთ  ვერ წაიღებს თქვენი ყოფნა დიდ დროს,
აგი იმის ბრალიაო მოვაკლდითო სითბოს,
და ბავშვობაში, ჩვენს უბანში გვიწყობდნენო დიდგორს.
დავზიანდით მორალურად და ფსიქიკა გაფუჭდაო,
დადუმდაო დრო და სივრცე და ზედმეტიც არ უნდაო,
მახატია აგერ თქვენ მოკლე ბიოგრაფია,
და ეგ საფუძველს მოკლებული მასის ეპიტაფია,
არავინ არ შემედავოს გვერდზე ჩემი ხალხია ,
და მეც დავტოვე, ნაწერებში, ჩემი კალიგრაფია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი