ძვირფასო 4


ფიქრები შენს თვალებზე და
ფიქრები შენს თმებზე,
აივნაზე ჩამოვჯდები 
და ვიფიქრებ შენზე.
რადგან ასე უფრო ,
ახლოსა ვარ შენთან,
და მაქვს სასაუბრო
შენზე მაღლა ღმერთთან.

ანდა განცდებს რა ვუშველო მითხარი,
ნუ გამომღვიძეთ თუ კი ეს იქნება სიზმარი,
რადგან ასე უფრო კარგად ვარ და ჯობია,
სულ არ მქონდეს უშენობის მომენტი და ფობია.
იშვიათ უნდა ვწერო რადგან ვეღარ ვფხიზლდები
და რაც დრო გადის უფრო მეტად ვისჯები და მჭირდები,
რომ
ვიცოდე თარიღი თუ როდის გარდავიცვლები,
მოვალ შენთან და არასდროს არაფერს შეგპირდები.
და პირდაპირ გეტყვი სათქმელს რადგან დროა მცირედი,
უშენობის ქარიშხლებთან რა ხანია მივედი.
მე ვარ ცუდი ფსიქოლოგი ვერ ვუშველე ფორიაქს,
ვერ ვუშველე ვერავის და დავუბრუნდი ბოდიალს,
იმ ქუჩებში სადაც ადრე გაზაფხულის სურნელი,
იდგა მაგრამ სევდა იყო მაინც განუკურნელი.
აქ ხომ ახლა ძვირფასო ჩემი ძველი ფიქრები 
მოაჯირის კიდესთან სხდებიან და კვდებიან,
თუ გაივლის წლები და მე აქ აღარ ვიქნები,
მჯერა რომ ის ფიქრები მაშინ გადარჩებიან.
აქ ხომ ახლა ძვირფასო, სიმარტოვის თარეში,
უფრო მეტი სიბნელე ვიდრე განათებული,
და ჩვენ როგორ ვიცხოვროთ კარგად ყოფნის მხარეში,
როცა კარგად ყოფნისთვის არ ვართ დაბადებული.
მე არასოდეს მითქვამს რომ კარგად,
ვარ, ანდაც რამე არ მიჭირს თუნდაც,
და ყველა სიკვდილს უბეში ვმარხავ,
მაგრამ იმათაც სიცოცხლე უნდათ.
ჰოდა განცდებს რა ვუშველო მითხარი,
ნუ გამომღვიძეთ თუ კი ეს იქნება სიზმარი,
რადგან ასე უფრო კარგად ვარ და ჯობია,
სულ არ მქონდეს უშენობის მომენტი და ფობია.

ფიქრები შენს თვალებზე და
ფიქრები შენს თმებზე,
აივნაზე ჩამოვჯდები 
და ვიფიქრებ შენზე.
რადგან ასე უფრო ,
ახლოსა ვარ შენთან,
და მაქვს სასაუბრო
შენზე მაღლა ღმერთთან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი