კაცია ადამიანი??
ნუ თამაშობთ სიტყვებით და მოიხსენით ნიღბები, ჩაამსხვიერთ ფანჯრები და დაამსხვრიეთ სტიგმები, თუ არა ხარ ძაღლი მაშინ რატომ იყეფები, მგონი სწორად ვერ მაფასებენ ეს აბორიგენები. არ განაგრძო შვილო რეპი, არ არის ეგ საშენო, და ეცადე რომ შენობებზე , ქოხი არ ააშენო, თორემ ჩამოილეწებით ვერ გიშველით ვერავინ, და თუ არაფერს არ წერ მაშინ როგორ გახდი მწერალი. დააკვირდი იქნებ სადმე კიდევ იყოს მზვერავი, ანდა გაიქეცით სანამ დაგეწევათ მწევარი. აქამდე ამოგიცნობდით მე რომ ვიყო მკვლევარი, შენ რა იცი შვილო რეპი, შენ ხარ კაბის მკერავი, და რაც უფრო გამოგივა მაგი ქენო ჯობია, რომ არ გქონდეს სამომავლოდ კრიტიკოსის ფობია. რომ არ გქონდეთ ფიქრები რომ შედეგები იცვლება, და ვინც კი ცუდად მოიქცევა, ცუდად გარდაიცვლება, მე ვარ ცუდი ფსიქოლოგი ვერ ვუშველე ფორიაქს, ვერ ვუშველე ვერავის და დავუბრუნდი ბოდიალს, იმ ქუჩებში სადაც ადრე გაზაფხულის სურნელი, იდგა მაგრამ სევდა იყო მაინც განუკურნელი. გავლენ საუკუნენი და მიხვდებიან, მართალს, აქ ხალხს მთავრობა კი არა, ანტიქრისტე მართავს, შენ კი მაშინ გაიღიმებ ნებას თუ კი დაგრთავ, აწყობილი რობოტი ხარ, გამოგრთავ და ჩაგრთავ, როცა მინდა მაშინ , თუნდაც ღამე იყოს წყვდიადი, შენ ხარ სათამაშო მე კი , გიჟი ადამიანი, რა ცუდია , ერთდროულად ყველას გადაგიყვარდით, შეშლილი ვარ , სამყაროსთან ერთად გადავტრიალდი. აქ ხომ ახლა გენიოსო ჩემი ძველი ფიქრები მოაჯირის კიდესთან სხდებიან და კვდებიან, თუ გაივლის წლები და მე აქ აღარ ვიქნები, მჯერა რომ ის ფიქრები მაშინ გადარჩებიან. აქ ხომ ახლა გენიოსო, სიმარტოვის თარეში, უფრო მეტი სიბნელე ვიდრე განათებული, და ჩვენ როგორ ვიცხოვროთ კარგად ყოფნის მხარეში, როცა კარგად ყოფნისთვის არ ვართ დაბადებული. მერამდენე დილაა და ფიქრში ისევ თენდება, სიგარეტის მწარე ბოლით ოთახები ბნელდება, და საითაც გავიხედავ ყველაფერი ჩერდება, უცანურად ღამდება და აუხსნელად თენდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი