ლამაზფიქრებავ


თუ რეალობა ასეთია იყოს ასეთი, 
მე ვერ შევუცვლი მიმართებას გზების დინებას,
თუ ცხოვრებაა პიესა ან ქუჩის გაზეთი,
მაშინ სამყაროც ზღაპარია ,ლამაზფიქრებავ.

იაროს სხვა გზით ყველამ ვისაც სხვა ხედვები აქვს,
არ მიაქციო ყურადღება რადგან ამათი,
არ უნდა გსურდეს, არაფერი ჩემო ფერიავ,
არც სიყვარული უნდა გსურდეს და არც კამათი.

აბა შეხედე მინის ფანჯრებს, რკინა- ბეტონებს,
იმ კორპუსებსაც დააკვირდი მარტო რომ დგანან,
ძველი სახლები , ბუხარი და ხურდის ჟეტონი,
ჭადრის ხეებსაც დააკვირდი, რა ჩუმად წვანან.

იდუმალია ეს სამყარო , ასეა ეს და
ვერ გადავუვლით, სამწუხაროდ ბალანსის წერტილს,
აქ იმდენია, მწუხარება, იმდენი სევდა,
თუ ჩაუღრმავდი, საბოოლოოდ ჭკუიდან შეგშლის.

მტვრიან კარადებს, სიგარეტის ნამწვავი შერჩა,
ანუ იტოვებს, ისტორიას , იტოვებს განცდებს,
გზა გასაყართან, ჭადრებია და მოდი ჩემთან, 
ქარს გავატანე ყველა სევდა, ვიტოვებ სათქმელს.

ამ დიალოგებს, ქარიშხლებს და მდინარეს ვატან,
ვეღარ გავიგე, მერამდენედ ვიცვლი ნიადაგს, 
ვდგავრ და გიცდი, მიტოვებულ გზა გასაყართან,
და მიტოვებულ სახლის კარებს ვუცვლი მისამართს.

გზად ენძელები დაგიკრიფე, ჩუმი და მორცხვი,
დროა ისწავლო რომ სამყაროს, არ დაემონო,
რადგან რამდენსაც ჩავჩურჩულე მიყვარხარ მეთქი,
იმდენმა აქეთ დამიყვირა, არ არსებობსო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი