ძვირფასო 5


აქ ნაცრისფერ ქალაქებს შენობების მტვერი,
ეცემა და სამწუხაროდ ვეღარაფრით ვმღერი,
ვეღარაფით ვერ ვწერ, ისე როგორც ვწერდი,
დავწერე და ამოვგლიჯე მერამდენე გვერდი,
ქალაქების ხედი, შენს თვალებზე ეცემა,
თუმცა მაინც ვერაფერი ვერ შეცვალა ვერც ერთმა,
ვეღარ ვითვლი იმდენი, სისულელე შემემთვხა,
შევასრულე სიტყვა მაგრამ, დანარჩენი შენ გეთქვა.
გეთქვა, რომ ეს რეალობა სულ არ იყო მრატივი,
გაგეფრთხილებინე მაინც სანამ ფიქრებს გავცვლიდი,
სანამ დავხეტიალობდი, არყის ბოთილს ამარა,
სანამ სახიდან მსდიოდა სიმარტოვის კამარა.
სანამ ღმერთებს ვუმაბობდი შენზე , ლოცვის მაგივრად,
შემიყვარდა მეთქი გოგო ამგვარად და ამრიგად,
ნეტავ ასე რატომ ხდება რანაირად, რა რიგად,
ასე როგორ შემიყვარდი, პირველივე წამიდან.
მაგრამ ახლა შემომტენეს ისევ ცუდი ბრალდება,
რომ არაფერი იწყება და ყველაფერი მთავრდება,
ილუზიას ვერ შევიქმნი აქ ხომ ასე არ ხდება,
რას ველოდო როცა ვინმე გიჟი შემიყვარდება,
ჩემნაირად ისიც ივლის, ღამე სევდის ამარა,
და სახიდან აირეკლავს , სინანულის კამარა,
მაგრამ როგორ დავივიწყო დრო რა გზებით გვატარა,
ან ეგ ჩვენი სიყვარული სად იყო და სად არა.
მაგრამ ეს ხომ არ კმარა, მოგონებებს ვეურჩე,
სანამ ვწერდი, საკუთარ თავს კიდევ ერთი შევუვსე,
და დავლიე უშენობის ყველა წმინდა სასმისი,
ნეტავ ხელი რატომ მკარი, ანდა რატომ გამიშვი.
ვრაზდებოდი როცა რამეს მეტყოდი ან იზამდი,
იმიტომ რომ ამ სამყაროს ნათელ წერტილს ნიშნავდი,
ვიდექი და ცრემლით სავსე , უშენობას ვიცავდი,
იმიტომ რომ უანგარო სიყვარული მიყვარდი.
არ მინდოდა შენი სითბო ან მინდოდა ღიმილი,
მხოლოდ მსურდა რომ არ მეგრძნო, დარდით სავსე სიცილი,
ახლა მივხდი ტრაგედია არ ყოფილა სიკვდილი,
რადგან მხოლოდ უშენობა არის ჩემთვის ტკივილი.
მაპატიე თუ ოდესმე , რამე მაინც გეწყინა,
ბევრი რამე არ გითქვამს და მაინც გულში გეტკინა,
გთხოვ დაბრუნდი ისეთივე რომ დავხუჭო თვალები,
მშვიდად მაინც განვისვენო, როცა შგებრალები.
მე მიყვარდი მაშინაც კი როცა რამეს იზამდი,
იმიტომ რომ ამ სამყაროს ნათელ წერტილს ნიშნავდი,
ვიდექი და ცრემლით სავსე , უშენობას ვიცავდი,
იმიტომ რომ უანგარო სიყვარული მიყვარდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი