ასე ყიდიან


ასე ყიდიან თეთრ კარკასებს, თეთრ აივნიან,
ჩამოკიდებულ , მიტოვებულ სახლის კარადებს, 
რომ ჩაივლიან სახლის კართან…თუ ჩაივლიან.
იქ ვინ ცხოვრობდა აღარავის აღარ ადარდებს.

და ჩვენს ფიქრებში , გონებაში დაკრძალულ მიზნებს,
უმალ დასცვივდა გაყოლილი ჭაღარა თმები,
სულის საყდარში ჩამოწყობილ, დამტვერილ წიგნებს,
ჩვენნაირად რომ აერიათ ცხოვრების გზები.

აქვე ყიდიან, მარტოობას , სასოწარკვეთას,
და აღსარებას აბარებენ, ხან დაზმულ პადრეს, 
აქ აღარ უკვირთ სისხლის ხაზი ვინ გადაკვეთა,
ჰოდა რაც გინდა გააკეთე არავინ გართმევს.

აქ მორალურად თუ დაეცი ანუ დასრულდი,
და საბოლოო ტყვია დაგრჩა გარდაცვალების,
მიდი ჰა თავი მოიკალი მიდი რას უცდი,
ანდა არ მოკვდე, სიკვდილსაც კი არ დაგაცდიან.

აქ არჩევანი ის არის რომ შვილი არჩინო,
ან უნდა თავი აარიდო ასეთ არჩევანს,
უნდა იცხოვრო , სიცოცხლე რომ
გადაარჩინო,
ან უნდა მოკვდე შენი თავის გადასარჩენად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი