დღესაც ვნახე


დღესაც ვანხე, ო ღმერთმანი,
რა ლამაზი იყო,
ცაში ნაზად აიხედა,
თითქოს ღმერთი იყო.

მერე თითქმის გაიღიმა,
თვალი თვალში ატარა,
თითქოს წამის მეასედში,
ცხრა მთა შემომატარა.

მიყურეო საათებით, მიყურეო დღეებით,
ოღონდაც არ შემეხოო,
შენი ცივი ხელებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი