ძვირფასო 6
უჩვეულო შენს თვალებს არ უხდებათ დაღლა, და მითხარი ან მიპასუხე სად არიან ახლა, გაპატიე მიტოვებაც, გაპატიე წასვლა, და ყველაფრის პატიება გვიანია ახლა. მერამდენედ თენდება და ვერ ვისვენებ ფიქრებში, თუ კი ცხადში აღარ ხარ კვლავ მესტმრე სიზმრებში, რეალობის ასახვა მეც ვისწავლე წიგნებში, და ფაქტები დავიჭირე უკვდავ აფორიზმებში. მზისფერი გაქვს აურა და შენი თქმის არ იყოს, ნუ იზამ რომ ყველაფერი ილუზია იყოს, მეც ვიცი რომ სიყვარული გამძლეობას ითხოვს, ჰოდა ვზივარ ველოდები წვიმამ გადაიღოს, და დრომ არ წაიღოს, ის რაც ადრე გაგვაჩნდა, ისტორია დაიწერა , მოგონება გადარჩა. მიყვარხარ და სამუდამოდ თუ კი ასე იქნება, სიკვდულამდე გიერთგულებ და არ გამიჭირდება, მე ასეთი სიყვარულის მწმას და მჯერა იცოდე, და ყოველთვის მეყვარები თუნდა ათი სიცოცხლე, ვიცხოვრო და ათივეში დაგინახო შორიდან, სულ ყველაფერს აგისრულებ ოღონდ ცოტა დრო მინდა, შენც ხომ ბევრი გინახავს გაქცეული ომიდან, ერთანდერთი რამე მინდა გერქვას ჩემი ცოლი და რომ გავზარდოთ საიმედოდ ერთან ჩვენი შვილები, და ერთნამენთს ეხებოდნენ, ცხადშიც ჩვენი ჩრდილები, მერე დილას ალიონზე , ვისაუბროთ ჩვენზე , გაგრძნობინო რომ მიყვარხარ იმ ერთადერთ ღმერთზე, მეტადაც კი მჭირდები და არც იქნება მარტივი, რადგან შენი ხასიათი ცვალებადი მარტივით, არის ოდნავ იშვიათი , არის ძალზედ რთული, მაგრამ მაინც რამდენს უძლებს , გატეხილი გული, რამდენ რამეს უპასუხოს , რამდენს რამეს გაცდეს, ან და როგორ გაუმკლავდეს, დაუცხრომელ განცდებს . მზისფერი გაქვს აურა და შენი თქმის არ იყოს, ნუ იზამ რომ ყველაფერი ილუზია იყოს, მეც ვიცი რომ სიყვარული გამძლეობას ითხოვს, ჰოდა ვზივარ ველოდები წვიმამ გადაიღოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი